вторник, 27 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი  დავიწყეთ  2017 წლის 23 ივნისს ბატონ ავთო ცნობილაძის ხელმღღვანელობით.ყოველი დღე მიმდინარეობდა ნაყოფიერად.
ბატონმა ავთომ გაგვაცნო კურსის მიზანი . გაგვაცნო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.შეგვაქმნევინა  ჩვენ-ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე,სადაც მოვათავსეთ რამდენიმე  რესურსი:21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,ბუკლეტის ნიმუში,განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ასევე სასწავლო პროექტის დამხმარე პორტფოლიოს ჩეკლისტი,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
საშუალება გვქონდა გავცნობოდით უკვე შექმნილ სასწავლო პროექტებს,გვენახა უკვე შექმნილი რესურსების ნიმუშები.შემდეგ კი სასწავლო პროექტის შაბლონში გადმოვიტანეთ ესგ ინდიკატორები და 21 -ე საუკუნის უნარებთან სინთეზში ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.

Комментариев нет:

Отправить комментарий