вторник, 18 июля 2017 г.

კურსის რეფლექსია

დღეს, 2017 წლის 18 ივლისს დავასრულეთ ინტელის ტრენინგი ბატონი ავთოს ხელმძღვანელობით . ამ  ცხრა მეცადინეობის შედეგად  გავიმდიდრე და გავიღრმავე  ჩემი ცოდნა  და გამოცდილება.
პირველ დღეს  ტრენერი გვესაუბრა სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხელშესაწყობად. როგორ შეიძლება ამისათვის  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კიხვების დასმა,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციები , ასევე ბუკლეტები,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ძალიან მომეწონა
googl-draiv-ში მუშაობა, მნიშვნელოვანი იყო ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა .ელექტრონული პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.
                                               მადლობა ბატონ ავთოს ასეთი ნაყოფიერი ტრენინგისათვის!

ინტელის პროექტი

вторник, 11 июля 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს, 2017 წლის 11 ივნისს , განვიხილეთ საშინაო დავალება_ მოსწავლეთა პრეზენტაცია, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონში და შევავსეთ ბოლომდე ცხრილი.ასევე დღეს შევედით ბლოგზე და ვისწავლეთ როგორ უნდა ვცვალოთ მისი დიზაინი, დავაყენოთ ფონი, ვარეგულიროთ შრიფტი, როგორ ხდება სტრუქტურის ცვლა.
განვიხილეთ მოდული 5-ში აქტივობა 2: მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. ვნახეთ რამდენიმე საინტერესო ნიმუში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
დღეს ასევე ვისწავლეთ როგორ და რა ფორმით უნდა დავაკომენტაროთ სხვის ბლოგზე ატვირთული აქტივობები.
                                                                               მადლობა ბატონ ავთოს !

понедельник, 10 июля 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს , 2017 წლის 10 ივლისს,ბატონმა ავთომ ტრენინგზე გვასწავლა როგორ ჩავაშენოთ პრეზენტაცია ბლოგში.როგორ ხდება ბლოგზე მუშაობა__ ინფორმაციის გამოქვეყნება. როგორ ხდება ადმინისტრირება და ჩანართების გაკეთება. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაკეთება. გვაჩვენა რამდენიმე ნიმუში და აგვიხსნა როგორ უნდა შეგვედგინა მოსწავლის პრეზენტაცია.დღეს შეძენილი  ცოდნა გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

четверг, 6 июля 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

  

დღეს, 2017 წლის  6 ივლისს  ბატონმა ავთომ ისაუბრა ინტერნეტკავშირებზე, გასაგებად და გარკვევით აგვიხსნა მნიშვნელოვანი საკითხები:  ელ. ფოსტაზე წერილის მიღება,გადაგზავნა,ფაილების შეკუმშვა და ისე გადაგზავნა. ვისწავლეთ Web 2.0  Tools-ის პროგრამებში მუშაობა, ვისაუბრეთ სათარგმნ პროგრამაზე და მის გამოყენებაზე, რუკებზე ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა და ნავიგაცია.
დღეს ასევე განვიხილეთ Google -ს კალენდარი და მისი დანიშნულება. ვისწავლეთ Driev დისკზე დოკუმენტების შექმნა და გაგზავნა.  ერთად ან სხვადასხვა დროს ერთი და იმავე  დოკუმენტზე მუშაობა. ასევე კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.
დღეს მიღებული გამოცდილება დიდ დახმარებას გამიწევს ჩემ პროფესიულ საქმიანობებში.
 მადლობა ბატონ ავთოს ასეთი სასარგებლო საკითხების ასე გარკვევით და მოთმინებით სწავლებისათვის!